იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 846 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 386 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოში 28 049 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 510 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 105 328 ადამიანი.