იტალიაში „კოვიდ-19“-ის 12 956 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 336 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 956 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 336 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 310 994 ტესტი ჩატარდა.
ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 2 128 პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 92 338 ადამიანი.