იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 453-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 130-ით არის გაზრდილი. იტალიაში გარდაცვლილია 12 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების უმეტესი შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში ფიქსირდება, მათ შორის ლომბარდიაში.
იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. დახურულია სასწავლო დაწესებულებები, გაუქმებულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.