იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ვირუსის ბოლო მსხვერპლი ბერგამოში ჰოსპიტალიზებული 84 წლის მამაკაცია.

იტალიური მედიის ცნობით, ყველა მსხვერპლი ხანდაზმული ადამიანია, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

24 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 224 შეადგენს. ამგვარად, ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ.

ამასთან, დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ომანში. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ომანის ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების ცნობით, ინფიცირებული ირანიდან დაბრუნებული ორი მოქალაქეა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღესვე კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. ჩინეთის გარდა, კორონავირუსის შეთხვევა მსოფლიოში 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.