იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღესთან შედარებით 14-ით მეტია. შესაბამის მონაცემებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 283 ადამიანს დაუდასტურდა.
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებიდან სულ 34 043 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებით იტალია მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.
იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, ბოლო ერთ დღეში გამოვლენილი გარდაცვალების შემთხვევებიდან, 39 აბრუცოს რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა, თუმცა მონაცემების რეგისტრირება გვიან მოხდა.
იტალიაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 235 561 შემთხვევა, საიდანაც 168 646 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 263 პაციენტი რჩება.