იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 236 ადამიანი დაიღუპა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვი 29 315-მდე გაიზარდა.
4 მაისს იტალიაში კორონავირუსით 195 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ბოლო ერთ დღეში მსხვერპლის მცირე მატების პარალელურად, იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა. კერძოდ, ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსი 1 075 ადამიანს დაუდასტურდა, 4 მაისს კი – 1 221 ადამიანს. აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად გამოვლინდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ იტალიაში კორონავირუსი 213 013 ადამიანს დაუდასტურდა.