იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 242 პაციენტი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 31 610 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წინა დღით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 262 შეადგინა.
ამას გარდა, შემცირებულია ინფიცირენის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ დაუდგინა 789 პაციენტს, რაც წინა დღესთან შედარებით 203-ით ნაკლებია.
იტალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ.