იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 145 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 9 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 1 836 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 68 000-ს აჭარბებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 31 908 ადამიანი დაიღუპა, რაც აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე მაჩვენებელია.
იტალიაში ახალი კორონავირუსი 225 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 125 000-ს აჭარბებს.