იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 13-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც პროცენტულად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 21 თებერვლის შემდეგ
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს, ახალ კორონავირუსს 349 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი ტიპის კორონავირუსით დღემდე იტალიაში 2 158 ადამიანი არის დაღუპული.
ამ დროისთვის, იტალიაში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების 27 980 შემთხვევაა გამოვლენილი.
„როიტერის“ ცნობით, იტალიაში ვირუსით დაინფიცირების 13-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც პროცენტულად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 21 თებერვლის შემდეგ.
ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ 19“-ისგან უკვე 2 749 ადამიანი განიკურნა.
იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ინტენსიური მკურნალობის კურსს ამ დროისთვის 1 851 ადამიანი გადის. იტალია ევროპის მასშტაბით ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.