იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 727 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 727 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 727-ით გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს და ეს მაჩვენებელი 26 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალია. საერთო ჯამში კი დაღუპულთა რიცხვი 13 155-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გამოვლენილია 4782 ახალი შემთხვევა, რაც წინა დღის მონაცემებს აღემატება.

ვირუსისგან განკურნება ამ დრომდე 16 847-მა პაციენტმა შეძლო. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული სულ 110 574 ადამიანია.