იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან 23 ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ იტალიის ექიმთა ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ კორონავირუსის ეპიდემიის დროს გარდაცვლილი ექიმების სია სულ უფრო გრძელი ხდება. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის მიერ ყოველ საღამოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი იზრდება, ბევრი ექიმის გარდაცვალება მოულოდნელია და ზოგჯერ მათი გარდაცვალება პირდაპირ ვირუსს არ უკავშირდება“, – ნათქვამია ექიმთა ფედერაციის განცხადებაში.
არსებული მონაცემებით, 23 გარდაცვლილი ექიმიდან 19 ლომბარდიის რეგიონში მუშაობდა, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
იტალიაში კორონავირუსით ინიფიცრებულია ჯანდაცვის სფეროს 4824 თანამშრომელი.