იტალიაში კორონავირუსის 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი

იტალიაში 14 მაისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 947 ადამიანის დაინფიცირება დადასტურდა, ხოლო ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 257 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 35 000-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.