იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 897 შემთხვევა გამოვლინდა, 62 ადამიანი გარდაიცვალა.
მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 126 283 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მერვე ადგილზეა.
იტალიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4,22 მილიონი შემთხვევა.