იტალიაში კორონავირუსის 2 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 2 579 კოვიდინციფიცირებული მკურნალობს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 338 პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 131 856 ადამიანი.