იტალიაში კორონავირუსის 10 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის 10 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 415 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ორშაბათს, როგორც წესი იტალიაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა დაბალია ,რადგან დასვენების დღეებში შედარებით ნაკლები ტესტი კეთდება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 1 964 054 ლაბორატორულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი, დაღუპულია 69 214 ადამიანი.