იტალიაში კორონავირუსის 1 367 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი
იტალიაში მაისის შემდეგ პირველად, კოვიდინფიცირებულთა დღიურმა რიცხვმა 1 367-ს მიაღწია. ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში 93 529 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
კორონავირუსს ბოლო 24 საათში 13 ადამიანი ემსხვერპლა, შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 35 458 შეადგინა.
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, სულ 262 540 ადამიანს დაუსვეს.