იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა
იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა

იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ და პარტია „ლიგის“ ორთვიანი მოლაპარაკებები კრახით დასრულდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჯუზეპე კონტემ პოსტზე უარი განაცხადა და პრეზიდენტს მანდატი დაუბრუნა.

უთანხმოების მიზეზი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა გახდა. პარტია „ლიგა“ აღნიშნულ პოსტზე 82 წლის ეკონომისტის, ევროსკეპტიკოსის, პაოლო სავონის დანიშვნას ითხოვდა. თუმცა, პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მისი კანდიდატურის დამტკიცებაზე უარი განაცხადა. პირველმა პირმა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ სურს, ქვეყნის მომავალი და ევროკავშირის წევრობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.

სერჯო მატარელამ პირობა დადო, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მიიღებს.