იტალიაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია - LIVE
იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ათობით ადამიანი. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ინციდენტი დილის საათებში მოხდა.
ხიდის 200 მეტრიანი მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ბეტონის მასა მის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. ჩანგრევის შედეგად ხიდიდან ავტომობილები გადაცვივდა.
ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
1960 წელს აგებულ ხიდს რეკონსტრუქცია 2016 წელს ჩაუტარდა. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ხიდზე სარემონტო სამუშაოები ხშირად მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად სწორედ საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა სახელდება.