იტალიაში, კაზერტის პროვინციაში მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება
იტალიის სამხრეთით, კაზერტის პროვინციაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როცა მეწყერი ჩამოწვა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარებს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციაც გახდა საჭირო.
ამასთან, ძლიერმა წვიმამ დააზარალა მილანისა და კომოს რეგიონებიც.