იტალიაში კარანტინის წესების დარღვევისთვის ორ დღეში თითქმის 23 000 ადამიანი დაჯარიმდა
იტალიაში კარანტინის წესების დარღვევისთვის ორ დღეში თითქმის 23 000 ადამიანი დაჯარიმდა

იტალიის პოლიციამ ორი დღის განმავლობაში კარანტინის წესების დარღვევისთვის თითქმის 23 000 ადამიანი დააჯარიმა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სიენენის“ ცნობით, პარასკევს და შაბათს წესების დარღვევისთვის ქვეყნის მაშტაბით 22 956 ფიზიკური და 397 იურიდიული სუბიექტი დაჯარიმდა. ჯარიმა 400-დან 3 ათას ევრომდე მერყეობს.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პოლიციამ გზებზე კონტროლი განსაკუთრებით გაამკაცრა.