იტალიაში „კოვიდ-19“-ის 3 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 36 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 36 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 2 439 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან 356 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში კოვიდ-19 ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლენილი,დაღუპულია 131 724 ადამიანი.