იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 476 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი შემთხვევების რიცხვი კი 13 447-ს აღწევს, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით სამი ათასით მეტია.
ქვეყანაში აღრიცხულია 3,8 მილიონამდე შემთხვევა, აქედან ვირუსს 115 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
დღეისათვის, საავადმყოფოში მკურნალობას გადის 27 000-მდე პაციენტი, მათგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული 3 500-ზე მეტი ინფიცირებული.