იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 506 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 506 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 506 შემთხვევა გამოვლინდა, 149 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 124 646 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4 მილიონ 170 ათასზე მეტი შემთხვევა.