იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 269 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 269 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 269 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღესთან შედარებით 16-ით ნაკლებია.

იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში აღრიცხულია ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 28 236-ს აღწევს, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 207 428-ია. ინფიცირებულთაგან 100 ათასი პაციენტი ჯერ კიდევ მკურნალობას გადის.