იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 162 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 162 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში გასულ დღესთან შედარებით „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 162 ადამიანი დაიღუპა. გუშინ იტალიაში ვირუსით 99 ადამიანი დაიღუპა.

გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობაც. თუ გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 451 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს ამ მაჩვენებელმა 813 შეადგინა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ 19“-ით 31 169 ადამიანი დაიღუპა. ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 226 000-ს გადააჭარბა.