იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 195 ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში „კოვიდ-19“-ს გასული 24 საათის განმავლობაში 195 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 31 106-ს შეადგენს.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, „გარდიანის“ ინფორმაციით, გამოვლენილია 888 ახალი პაციენტი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ქვეყნის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად 55 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების პაკეტის დამტკიცებას გეგმავს. აღნიშნული თანხა მცირე ბიზნესს, თვითდასაქმებულებს, უმუშევრად დარჩენილებს, ჯანდაცვის სექტორს, კულტურას, ტურიზმსა და კარანტინის პირობებში ოჯახების დახმარებას უნდა მოხმარდეს.