იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 10 585 შემთხვევა გამოვლინდა, 267 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 10 585 შემთხვევა გამოვლინდა, 267 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში საერთო ჯამში ინფიცირების 4.07 მილიონი შემთხვევა აღირიცხა, მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 122 ათასი ადამიანისთვის.
ქვეყანა მაისის შუა რიცხვებიდან უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას გეგმავს. თუმცა, გამონაკლის წარმოადგენს ბრაზილიიდან და ინდოეთიდან ჩასული მოგზაურები.