იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 260 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 260 ადამიანი გარდაიცვალა

14 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყველაზე დაბალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 260 ადამიანი დაიღუპა.

ვირუსის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით 197 665 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულია 26 644 პაციენტი. ვირუსისგან იტალიაში 64 928 ადამიანი გამოჯანმრთელდა.