იტალიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კორონავირუსის 346 შემთხვევა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 346 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
21 თებერვლიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 34 301 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობით იტალია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 236 651 შემთხვევაა დადასტურებული.