იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა 59 პროცენტი თვითიზოლაციაში იმყოფება
იტალიაში ბოლო 24 საათში ინფიცირებული მოქალაქეების 59 პროცენტი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ განაცხადება იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ გააკეთა.
მისი თქმით, იკლებს იმ პაციენტთა რიცხვი, რომელთა გადაყვანაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია საჭირო.
იტალიაში, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შედეგად 837 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 2107-ით გაიზარდა. სულ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 77 653 შეადგინა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის შედეგად გამოჯანმრთელდა 1 109 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი, 15 729-ია.