იტალიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 382 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით 27 359 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, ინფიცირებულების რიცხვმა იტალიაში 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში „კოვიდ 19“ სულ 201 505 ადამიანს დაუდასტურდა.
იტალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსისგან 68 941 ადამიანი გამოჯანმრთელდა.