იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 845 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 845 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 16 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ 16 მაისს, იტალიაში ჯერ კიდევ კარანტინის მოქმედებისას, ქვეყანში „კოვიდ-19“-ის 875 შემთხვევა გამოვლინდა.
ზედიზედ ორი დღეა, რაც იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავიურსის 256 118 შემთხვევა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ინფექციით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი იტალიაში 35 418 შეადგინა.