იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 126 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ეს პირველი მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გამოვლენილია 126 ახალი ფაქტი, რითაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 240 436-ს მიაღწია.