იტალიაში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 474 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 474 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით 474 ადამიანი დაიღუპა, რაც 21 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლეტალური შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში ლომბარდიაში ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმვალობაში იტალიაში „კოვიდ 19“-ის 1 900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გუშინდელთან შედარებით ნაკლებია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ 19“-ის შედეგად 28 710 ადამიანი დაიღუპა, ვირუსით ჯამში 207 428 ადამიანი დაინფიცირდა.