იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 10 407 ადამიანს დაუდასტურდა, 261 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 10 407 ადამიანს დაუდასტურდა, 261 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 10 407 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით 261 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 23 304 კოვიდინფიცირებულია ჰოსპიტალიზებული, მათგან 2 582 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 2 000 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 70 909 ადამიანი.