იტალიაში კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში 345 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2989-ით გაიზარდა.
მონაცემებს სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი ავრცელებს.
იტალიაში საერთო ჯამში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 31 506 შემთხვევა. აქედან, გამოჯანმრთელდა 2941 პაციენტი, გარდაიცვალა 2503.
2060 დაავადებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ლომბარდიის რეგიონშია გამოვლენილი.
კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. დახურულია სასწავლო და კომერციული დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.