იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 323 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 323 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 323 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 27 682-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

იტალიაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 203 591 შემთხვევა, აქედან ბოლო ერთი დღის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 086 შემთხვევა.

ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 311-ით გაიზარდა. ამგვარად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა იტალიაში 71 252 შეადგინა.

იტალიის ექიმთა ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 153 ექიმია.