იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 195 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 195 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 195 ადამიანი დაიღუპა. 1221-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 200-ით ნაკლებია.

ამგვარად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 29 079-ს აღწევს. სულ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 211 938 შემთხვევა ფიქსირდება.