იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 199 ადამიანი დაინფიცირდა, 127 პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი, 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას გამოცემა გარდიანი ავრცელებს.
გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 127 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიაშია, სადაც გსული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ხელისუფლებას მთავრობამ უფლება მისცა, მკაცრი შეზღუდვები დააწესოს, მათ შორის კომენდანტის საათიც.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 450 000 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 36 832 პაციენტი გარდაიცვალა.