იტალიაში „კოვიდ-19“-ისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში 111 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღის მონაცემებთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 416 ახალი შემთხვევა.
განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 33 340-ს შეადგენს, ხოლო ინფიცირებულთა მაჩვენებელი უკვე 232 664-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 155 000-ზე მეტი პაციენტი.
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით იტალიაში მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.