იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 699 პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 37 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 699 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით, 34 000-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან 3 748 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსის 1 345 767 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 48 569 პაციენტი გარდაიცვალა.