იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 554 შემთხვევა გამოვლინდა, 207 პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 207 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 122 470 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.
ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 554 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4 09 მილიონი შემთხვევა.