იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 415 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 415 ადამიანი დაიღუპა, რაც გუშინდელთან შედარებით მცირედით ნაკლებია. გუშინ იტალიაში „კოვიდ-19“-ით 420 ადამიანი დაიღუპა. მონაცემების მიხედვით, ეს 17 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი, 63 120 ათასამდე გაიზარდა.
ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 357-ია, რაც გუშინდელთან შედარებით 680-ით ნაკლებია. უკვე მეექვსეა დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში იკლებს.
ვირუსის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 192 952 ადამიანია დაინფიცირდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 26 384 ადამიანი დაიღუპა.