იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა, დაღუპულია, სულ მცირე, 21 ადამიანი
იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა, დაღუპულია, სულ მცირე, 21 ადამიანი, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ვენეციის მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზიდან გადავიდა და სარკინიგზო ხაზებთან ახლოს ჩავარდა მესტრეს რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება. შემთხვევის შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
დაშავებულებს შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლი, 40 წლის იტალიელი, რომელიც დაღუპულთა შორისაა, ავარიამდე შეუძლოდ გახდა.
მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.