იტალიაში აეროპორტებისა და სადისპეტჩერო სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ
იტალიაში აეროპორტებისა და სადისპეტჩერო სამსახურის თანამშრომლებმა 24-საათიანი კოორდინირებული გაფიცვა გამოაცხადეს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია ასობით ავიარეისი. იტალიის ეროვნულმა ავიაკომპანია „ალიტალიამ“ გაფიცვის გამო 300 რეისი გააუქმა.
აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტად გაფიცვა რომისა და მილანის აეროპორტებს დააზარალებს.