იტალიას ევროკავშირში შესული მიგრანტებისთვის ლიბიაში ცენტრების გახსნა სურს
იტალიას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესული მიგრანტებისთვის ლიბიაში სპეციალური ცენტრების გახსნა სურს. ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ იტალია აღნიშნული ინიციტივით ევროკავშირის სამიტზე გამოვა და გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს მიგრანტების საიდენტიფიკაციო ცენტრების გახსნისკენ მოუწოდებს.
„მხოლოდ იტალია და ლიბია საიმიგრაციო კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან. მიგრანტების ცენტრები ამჟამად გაერო-ს მფარველობის ქვეშაა. ჩვენ კი გვსურს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, ბანაკებში ევროკავშირის დროშაც ფრიალებდეს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ მინისტრმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს 24 ივნისს, ბრიუსელში გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს მიაღწიეს. ახლა ლიდერებს იმედი აქვთ, რომ აღნიშნული პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრას და საბოლოო შეთანხმების მიღწევას 28-29 ივნისს დაგეგმილ სამიტზე შეძლებენ.