იტალია „ტიკ-ტოკს“ არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
იტალია „ტიკ-ტოკს“ არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდებს.
იტალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაბამისი განცხადება 10 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აპლიკაციის ხელმძღვანელობამ უკვე დადო პირობა, რომ 13 წლამდე მოზარდებს „ტიკ-ტოკით“ სარგებლობის უფლება არ ექნებათ, თუმცა კონტროლი საკმარისად მკაცრი არ არის და მოზარდები მაინც ახერხებენ აპლიკაციაში შესვლას.
იტალიის მარეგულირებელი ორგანოები 13 წლამდე მომხმარებელთა გამოსავლენად და მათი დაბლოკვისთვის„ტიკ-ტოკს“ ვადას 15 თებერვლამდე აძლევენ.
სააგენეტო „როიტერის“ ცნობით, ბავშვის გარდაცვალების საქმეს იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, 10 წლის გოგონა „ტიკ-ტოკის“ ერთ-ერთ თამაშში იყო ჩართული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.