იტალია ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გაგრძელებას 3 აპრილის შემდეგაც აპირებს
იტალიის ხელისუფლება ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გაგრძელებას 3 აპრილის შემდეგაც აპირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
მისი თქმით, კარანტინის გახანგრძლივება გარდაუვალია. როგორც ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მძიმე პერიოდი გადაივლის, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნება სწრაფად შეუძლებელი იქნება.
იტალიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 475 ადამიანი, საერთო ჯამში მსხვერპლთა რიცხვმა 2 978-ს მიაღწია. სულ ქვეყანაში დაავადების 36 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.