იტალია მიგრანტების სამაშველო გემებისთვის პორტების ჩაკეტვით იმუქრება
იტალია მიგრანტების სამაშველო გემებისთვის პორტების ჩაკეტვით იმუქრება. გამოცემა La Repubblica-ს ცნობით, აღნიშნული განცხადება იტალიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ გააკეთა.
გამოცემის ინფორმაციით, სალვინიმ მალტას სამაშველო ორგანიზაცია SOS Méditerranée-სთვის ვალეტის პორტის გახსნა მოსთხოვა. აღნიშნულ გემზე 626 მიგრანტი იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მატეო სალვინი მიგრანტთა გემებისთვის იტალიის პორტების დახურვით იმუქრება.
გასულ წელს ამავე მოთხოვნით სალვინის წინამორბედმა ევროპელ პარტნიორებს მიმართა. თუმცა, მარკო მინიტის თხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან კანონის თანახმად, როდესაც გემი კატასტროფას განიცდის, მის ბორტზე მყოფი ადამიანები უახლოეს პორტში უნდა მიიღონ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 1000 მიგრანტი გადაარჩინეს. შედეგად, იტალიის მთავრობამ სამაშველო ორგანიზაციებზე ზეწოლა გააძლიერა. მსგავსი ბრალდებით გამოვიდა მიგრანტების სამაშველო გერმანული სამოქალაქო ინიციატივა „საზღვაო პატრული“. მათი ცნობით, ბოლო დღეებში მიგრანტების სამაშველო ოპერაციის დროს იტალიის პორტ რეჯო დი კარაბრიაში გადარჩენილების რეგისტრაციას იმაზე ორჯერ მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე წარსულში. ამის გამო, საზღვაო პატრულის წევრებმა გემის კატასტროფის ადგილზე ხელმეორედ მისვლა დროულად ვერ მოახერხეს.