იტალია ჩინეთისგან დამატებით 140 სამედიცინო ვენტილაციის სისტემას და ხუთ მილიონ ნიღაბს მიიღებს
იტალია ჩინეთისგან დამატებით 140 სამედიცინო ვენტილაციის სისტემას და ხუთ მილიონ ნიღაბს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუი ჯი დემაიომ გააკეთა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიამ ჩინეთიდან უკვე მიიღო 30 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა.
იტალიაში 24-საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით 368 ადამიანი დაიღუპა. ეს იტალიისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.